13/10/2022
11:36
კულტურა
პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გელათის ტაძარში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და განაცხადა, რომ ერთ წელიწადში სიტუაცია მნიშვნელოვნად დამძიმდა.
„მიჭირს საუბარი, იმდენად მძიმე სურათი დამხვდა გელათში, ბოლო ამოსვლის შემდეგ. კრიტიკულად არის დამძიმებული მდგომარეობა, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის და იმ გასამხედროებული წესის, რომელიც მან გელათთან დაკავშირებით შემოიღო. მალავს ინფორმაციას, არ ასაჯაროებს კომპეტენტური ექსპერტების დასკვნას, რომელმაც აჩვენა, რომ სამუშაოები არასწორადაა ჩატარებული. ფრესკები არის ჩამოშლილი, კვლავ ჟონავს წყალი. ამ დამალული ინფორმაციის გამო, ვკარგავთ ისტორიულ ძეგლს. ეს იქნება წულუკიანის, ამავე დროს ყველა დეპუტატის პასუხისმგებლობა ვინც დუმს. ერთი წლის წინ კულტურის კომიტეტმა აქ გამართა გასვლითი სხდომა, მე არაერთხელ მოვიკითხე, მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს თუ ასრულებდნენ, მაგრამ არაფერი კეთდება. ეს აღარ ჰგავს უმნიშვნელოვანეს კერას, ეს ჰგავს ქარხანას, რომელიცაა ხარაჩოებით და რკინებით სავსე. მივმართავ ყველას, პირველ რიგში "იუნესკოს" გავუგზავნი წერილს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
0
0