28/10/2021
17:22
მსოფლიო
როგორც სატანისტმა პოლიციას განუცხადა, ის დემონთან დადებული „კონტრაქტის“ [მისივე სისხლით ხელმოწერილი „Lucifuge Rofocale“-ის] შესრულებას ცდილობდა - თუ ყოველ 6 თვეში 6 ქალს მოკლავდა, ის ეშმაკის ლატარიას მოიგებდა - Mega Millions-ის სუპერ ჯეკპოტიდან 321 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებდა.
გარდაცვლილთა დედამ, მინა სმოლმენმა, რომელიც ინგლისის ეკლესიის პირველი შავკანიანი (შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი) ქალი არქიდიაკვანი იყო, პოლიცია მკვლელობის ფაქტზე სუსტი რეაგირების გამო გააკრიტიკა. ის "დარწმუნებული იყო", რომ მისი ქალიშვილების მკვლელობის გამოძიება მათი რასობრივი ნიშნის გამო ნელი ტემპით მიმდინარეობდა.
გაუჩინარებული ქალების ცხედრები მათმა მეგობარმა გასული წლის ივნისში იპოვა, მას შემდეგ, რაც მათზე მასობრივი ძებნა გამოცხადდა.
0
0