30/09/2024
19:35
მსოფლიო
69 წლის ბრიტანელი სასულიერო პირი 60 წლის ბელგიელ კოლეგასთან ქიმსექსის დროს გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიის მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანელი სასულიერო პირი თავის ბელგიელ კოლეგას ესტუმრა.
ღამით ბრიტანელი ცუდად გახდა და ბელგიელმა სასწრაფო გამოიძახა. ექიმებმა ბრიტანელი სასულიერო პირის გადარჩენა შეძლეს.
პროკურატურა პირველად მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მამაკაცებს ერთმანეთში სექსი ჰქონდათ სექსის წინ კი მათ ექსტაზი და პოპერსი მოიხმარეს. ბელგიელი სასულიერო პირი თავდაპირველად დაკითხეს, მისი საცხოვრებლის ჩხრეკის შემდეგ კი დააპატიმრეს და ბრალი ნარკოტიკებით ვაჭრობაში დასდეს.
აღსანიშნავია, რომ ბელგიელი სასულიერო პირის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ ბელგიის მეფე ფილიპი და პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროუ ლუქსემბურგსა და ბელგიაში ოთხდღიანი ვიზიტით მყოფ რომის პაპს შეხვდნენ და მას კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად მეტი კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდეს.
0
0