16/09/2024
11:07
მსოფლიო
აშშ-ის ვირჯინიის ოლქში, პოლიციამ 37 წლის მამაკაცი ქალის მკვლელობის ფაქტზე დააკავა მას შემდეგ, რაც საცხოვრებელ სახლში, ბეტონის ფილის ქვეშ დამალული ქალის ცხედარი იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ელსი ვიგინგტონი, მეუღლემ ფრედერიკ ვიგინგტონმა, 1 წლის წინ მოკლა.
„მამაკაცი 14 აგვისტოს დააკავეს და მას ბრალი მკვლელობასა და ცხედრის გადამალვაში წაუყენეს,“ - დაადასტურა ვირჯინიის ოლქის შერიფის ოფისმა.
ელსი ვიგინგტონის ოჯახის წევრების თქმით, ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და გარდაცვალებამდე ქმრის მიტოვებას ცდილობდა. ქალის გაუჩინარების შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, პოლიციის ოფიცრებმა მისი სახლი გაჩხრიკეს. ორი დღის შემდეგ ელსის ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ის მოკლული იყო. პოლიციამ სახლის მეორედ ჩხრეკისას ქალის ცხედარი იპოვა.
„სამედიცინო ექსპერტიზამ შერიფის ოფისს დაუდასტურა, რომ საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი ელსი ვიგინგტონია“, - განაცხადა პოლიციამ.
ამჟამად, მკვლელობაში ბრალდებული ფრედერიკ ვიგინგტონი Middle River-ის რეგიონალურ საპყრობილეში იმყოფება.
0
0