21/09/2024
12:16
სპორტი
„მილანის“ ლეგენდებმა, კაკამ, კლარენს ზეედორფმა და იბრაჰიმ ბამ საქართველოსა და „მილანის“ ლეგენდების მატჩის შესახებ ისაუბრეს, რომელიც დღეს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.
კლარენს ზეედორფი: „მადლობას გიხდით თბილი სიტყვებისთვის. თბილისში რამდენჯერმე მომიხდა ჩამოსვლა და მადლობელი ვარ, რომ არის საშუალება, ასეთ მატჩში მონაწილეობა მივიღოთ. საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ევრო 2024-ზე კარგი თამაში აჩვენა, კონკურენტუნარიანი გუნდია და აქვს პოტენციალი, მომავალში უკეთესი ფეხბურთი აჩვენოს“.
კაკა: „ზეედორფისგან განსხვავებით, საქართველოში პირველად ვარ და სასიამოვნო იმის განცდა, როგორ უყვართ აქ „მილანი“. ასევე სასიამოვნოა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა. მოუთმენლად ველოდები დღევანდელ მატჩს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ძლიერ გუნდებში თამაშობენ, ჩვენ კალას გამო თქვენს ნაკრებს ვგულშემატკივრობთ“.
იბრაჰიმ ბა: „გვიხარია, რომ კახა კალაძეს და საქართველოს ნაკრებს შევხვდებით. მაგრამ ეს „მილანია“, ყველგან მოსაგებად გავდივართ და დღესაც ასე იქნება“.
საქართველოსა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი დღეს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0