05/07/2024
14:44
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წვერის, დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ქაცარავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უნდა იმსჯელონ.
ქაცარავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის დაწყებამდე მისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რა ქმედებას ედავებიან.
„ბრალდებულად ვარ სასამართლოში დაბარებული, მიუხედავად იმისა, რომ ამავე საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად მცნო. იურიდიული ნონსენსია. ამ სასამართლოსგან და ამ სისტემისგან გასაკვირი არაფერია. ვთვლი, რომ ტერორის გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლება მშვიდობიანი აქტივისტების მიმართ აგრძელებს. საბოლოო ჯამში, მუხლს, რომლითაც გამასამართლებენ, სასამართლო პროცესზე გავიგებ. ვარაუდით, ალბათ, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას მედავებიან. ვნახოთ, თუ მოიყვანენ ე.წ. სპეცრაზმელებს, რომლებიც ალბათ ბრალს დამდებენ იმაში, რომ ხელი ეტკინათ, როცა კასტეტებით მცემდნენ", - განაცხადა ქაცარავამ.
ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმეში ქაცარავას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
0
0