20/01/2022
12:03
სამართალი
ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადა, შემდეგ კი ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ბრალდებულები 5 000 ლარიანი გირაოთი გაეთავისუფლებინათ.
მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაული, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ყველა მტკიცებულება, ამიტომ დადგა გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა. ბრალდების აღიარებამ პირდაპირ გამოიწვია სასჯელის შემსუბუქება“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება 4 პირს ჰქონდა წაყენებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024