19/11/2024
13:56
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ. საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის სარჩელზე:
"შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას ეხება ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო.
სასამართლომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით შეზღუდულია და პრეზიდენტის სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.
საიას სარჩელით მოთხოვნილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება." აცხადებს საია.
შეგახსენებთ, არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი დღეს შევიდა. სალომე ზურაბიშვილი არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
0
0