27/08/2024
12:39
სამართალი
მებაჟე ოფიცრების მიერ სარფში კანონდარღვევის ფაქტები გამოვლინდა - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. კერძოდ, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და 40 000 აშშ დოლარი:
მიმდინარე წლის 22 – 25 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური ასევე, ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 402,08 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 47 214,18 ლარი შეადგინა. აღნიშნულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრების მიერ კიდევ ერთი კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა - უცხო ქვეყნის მოქალაქეს საზღვარზე არადეკლარირებული 40 000 აშშ დოლარი და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა: 328.46 გრამი) შემოჰქონდა.
კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა." - აცხადებს შემოსავლების სამსახური.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024