28/08/2023
11:25
კონფლიქტები
„საქართველოსთან პრეტენზიები არ გაქვს, მაგრამ ჩვენ რაც გვეკუთვნის, იმას ნამდვილად არ დავთმობთ“- ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ბუნებრივია, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა. საქართველოსთან ჩვენ პრეტენზიები არ გვაქვს - სხვისი მიწისთვის ომს არ ვაწარმოებთ, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, მაგის დათმობას ნამდვილად არ ვაპირებთ“, - განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ნატო ადრეც და ახლაც საქართველოს აქტიურად ეხმარება. მისი თქმით, ნატო საქართველოში რეგულარულად ატარებს სამხედრო წვრთნებს და საქართველოს სამხედრო ტექნიკას გადასცემს.
„საქართველოში ყოველწლიურად 10-მდე სამხედრო წვრთნა ტარდება და ყოველი ასეთი წვრთნების შემდეგ საქართველოში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა რჩება. ამაზე ჩვენც რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, - ამბობს ბჟანია.
ბჟანიამ ასევე არ გამორიცხა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს, მაგრამ „ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შენარჩუნდება აფხაზეთის დამოუკიდებლობა და აფხაზი ხალხი თავისი პოზიციის დაფიქსირება შეძლებს“.
რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან მიერთება ბჟანიამ ადრეც არ გამორიცხა.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024