13/05/2023
18:16
ეკონომიკა
საქართველოში მიმოქცევაში 5 მილიარდი ლარის მოცულობის ბანკნოტები და მონეტებია. ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობა 452 მლნ ლარით, ანუ 9.8 პროცენტით გაიზარდა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული კუპიურა 100-ლარიანია, რომელზეც მიმოქცევაში არსებული ბანკნოტების 32% მოდის.
მიმოქცევაში არსებული კუპიურების რაოდენობა:
● 1 ლარიანი - 5 მილიონი მონეტა;
● 2 ლარიანი - 2.5 მილიონი მონეტა;
● 5 ლარიანი - 26.2 მილიონი ბანკნოტი;
● 10 ლარიანი - 7.5 მილიონი ბანკნოტი;
● 20 ლარიანი - 21.4 მილიონი ბანკნოტი;
● 50 ლარიანი - 14.5 მილიონი ბანკნოტი;
● 100 ლარიანი - 35.8 მილიონი ბანკნოტი;
● 200 ლარიანი - 0.7 მილიონი ბანკნოტი.
“2022 წლის განმავლობაში მიმოქცევაში ბანკნოტების თანხობრივი რაოდენობა 436.4 მლნ ლარით გაიზარდა და მიმოქცევაში არსებული ფულის მთლიან მოცულობაში მისმა ხვედრითმა წილმა 96.7 პროცენტი შეადგინა. ამ პერიოდში მოთხოვნა 5, 20 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტებზე (შესაბამისად, 10.3 პროცენტი, 8 პროცენტი და 16.7 პროცენტი) გაიზარდა, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ნომინალის ბანკნოტებზე მოთხოვნა შემცირდა. კერძოდ, მოთხოვნა შემცირდა 10 ლარიან ბანკნოტზე 2.5 პროცენტით, 50 ლარიანზე - 5.2 პროცენტით, ხოლო 200 ლარიანზე - 28.6 პროცენტით. აქვე აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად (9.9 პროცენტით) გაიზარდა მიმოქცევაში მონეტების თანხობრივი რაოდენობა და მისმა ხვედრითმა წილმა მთლიან მიმოქცევაში 3.3 პროცენტი შეადგინა,”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
წყარო: BM.GE
0
0