13/12/2023
09:49
მედიცინა
ერთი თვეა რაც DRG მოდელით დაფინანსება მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზეც გავრცელდა. ცვლილების შედეგად, მშობიარობის დაფინანსება 500-დან 1222 ლარამდე, საკეისრო კვეთის კი 800-დან 1222 ლარამდე გაზარდა. აღნიშნული სერვისები კი ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სერვისებზე ტარიფების გათანაბრება ქვეყანაში საკეისრო კვეთების მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა. ცვლილების ამოქმედებიდან, ერთი თვის შემდეგ კი უკვე დადებითი სტატისტიკა დაფიქსირდა.
„ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი ერთ-ერთი გამოწვევა იყო, სწორედ ამის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასის გათანაბრება, ეს აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა, იმისთვის რომ გარკვეული მოტივაციები შეიზღუდოს, საკეისრო კვეთებთან დაკავშირებით კლინიკების მხრიდან. მინდა დაგიდასტუროთ რომ გაუმჯობესებული სტატისტიკა გვაქვს, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი თვეა და ზოგად სურათზე საუბარი ვფიქრობ ნაადრევია, თუმცა, წინა პერიოდთან შედარებით დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა
0
0