17/10/2024
12:08
არჩევნები 2024
საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება, ქვეყანა ახლანდელ სტატუს კვოს თუ შეინარჩუნებს, არ ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის შანსები იქნება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
მისივე თქმით, პროევროპული ძალების გამარჯვების შემთხვევაში ევროინტეგრაციის მხრივ, შეგვიძლია, განსხვავებულ გზას ველოდოთ.
„რაც შეეხება საქართველოს, საქართველო არის დიდი საკითხი. საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება, რადგან ქართველი ხალხი ასევე იღებს გადაწყვეტილებას მიმართულებასთან დაკავშირებით. თუ ისინი დარჩებიან და შეინარჩუნებენ ახლანდელ სტატუს კვოს, არ ვფიქრობ, რომ ქვეყანას ექნება ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის შანსები. თუ პროევროპული ძალები მოიპოვებენ გამარჯვებას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ ამას ძლიერ მივესალმებით“, – განაცხადა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა მოლდოვასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მოლდოველი ხალხისგან შეგვიძლია, პროევროპული გზას ელოდონ.
მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო მოლდოვასა და საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე. მოლდოვაში ამ შაბათ-კვირას იმართება საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი. ვფიქრობ, ეს არის გადამწყვეტი მომენტი. ჩვენ შეგვიძლია, ველოდოთ, რომ მოლდოველი ხალხი აირჩევს პროევროპულ გზას და ამის დიდი იმედი მაქვს. მე პირადად ვიმყოფებოდი მოლდოვაში ესტონეთის და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად, რათა გვეცადა დაგვერწმუნებინა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობები, რომ აერჩიათ ხვალინდელი და არა გუშინდელი დღე“, – აღნიშნა ნაუსედამ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024