24/12/2021
10:56
საზოგადოება
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 076 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 029 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 654, „პისიარ“-ტესტით – 18 375.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,59%, ბოლო 14 დღის –6,26%, ბოლო 7 დღის – 5,64%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 920 617 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 876 254 გამოჯანმრთელდა, 13 367 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 441 614 აცრა, დღიურად აცრილია 11 456.
კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 195 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 980 პირი.
ამასთან, 23 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 767 პაციენტი, გარდაიცვალა 68.
0
0