01/12/2023
17:04
მედიცინა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 ნოემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია – 536 (2%) ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 526 ახალი შემთხვევა.
31 ოქტომბრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 6362 (5681 + 681 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 32.3 % (3322) - ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელია; 51.6 % (5322) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 13.4 % (1379) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან, 1.2 % (121) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით, 0.4 % (41) - სისხლის რეციპიენტია, 1.2 % (129) - გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3878 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი) სამეგრელოში (1313), შემდეგ იმერეთში (1243), აჭარაში (1234), აფხაზეთში (559), კახეთში (504), ქვემო ქართლში (644), შიდა ქართლში (401), გურიაში (213); სამცხე-ჯავახეთში (147)
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564, 2015 წელს - 717, 2016 წელს - 719, 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672, 2019 – 668, 2020 წელს – 530, 2021 წელს - 530, 2022 წელს – 617, 2023 წელს - 536.
სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათ შორის 76 - ვაჟი, 53 - გოგონა. 32 გარდაიცვალა 3, გავიდა ქვეყნიდან.
საქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან.
0
0