03/03/2023
23:53
კულტურა
ლეგენდარულმა რუსმა მსახიობმა, მშობლიური თატრიდან გათავისუფლების შემდეგ, ევროპის ქვეყნებიდან, და ასევე საქართველოდან, შეთავაზებები მიიღო, - ამის შესახებ მან თავად განაცხადა.
„საქართველოში შემომთავაზეს ფილმში მონაწილეობა, ასევე მივიღე შეთავაზება კერძო თეატრიდან. ჯერ კვიპროსზე მექნება კონცერტი, მერე ევროპაში წავალ და მივიღებ გადაწყვეტილებას. მადლობა ხალხს მხარდაჭერისთვის.“- თქვა ლია ახეჯაკოვამ.
ლია ახეჯაკოვა, რომელიც მრავალი წელია თეატრ „სავრემენიკის“ წამყავნი მსახიობი იყო, თეატრის რეპერტუარიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც მან თავისი პოზიცია დააფიქსირა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო. ახეჯაკოვას წინააღმდეგ თეატრმა ბევრი წერილი მიიღო “არაკეთილის მსურველებისგან”, სადაც ითხოვდნენ, რომ ანტირუსული პოზიციის მქონე მსახიობი არ უნდა მუშაობდეს ლეგენდარულ თეატრში.
84 წლის მსახიობი თეატრის მენეჯმენტის წინააღმდეგობას არ შეეგუა და მიმართა უფლებადამცველებს.
ამასთან, მან განაცხადა, რომ უეცარი გათავისუფლების შემდეგ საზღვარგარეთ ბევრი შეთავაზება მიიღო.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024