05/11/2021
13:49
საზოგადოება
შეფასება მოიცავს 2021 წლის 15 მარტი-30 სექტემბრის პერიოდს. აქვე აღსანიშნავია, რომ კვლევაში ინფიცირებულ ვაქცინირებულ შემთხვევად განხილულია 18 წელს ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელთანაც ადმინისტრირებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა და SARS-CoV 2 ვირუსით ინფიცირება ლაბორატორიულად დადასტურდა.
1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 814 771 პირი. მათ შორის იდენტიფიცირებული იქნა SARS-CoV-2-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 11 403 შემთხვევა. ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ≥18 წლის პოპულაციაში რეგისტრირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული 279 987 კოვიდ ინფიცირებული.
დასკვნები:
ინფიცირებისაგან დაცვის ეფექტიანობა: სრულად ვაქცინაცინირებული პირების ინფიცირების შანსი 9.44-ჯერ ნაკლებია არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. სრულად ვაქცინირებულ პირებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით განპირობებული, ინფიცირებისაგან დაცვის ეფექტიანობა 89.41%-ია .
ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის ეფექტიანობა: კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცით სრულად ვაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ზოგადი ეფექტიანობა 93.35%-ია, მათ შორის: ≥60 ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია 92.29%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისაგან, 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ეფექტიანობა 94.64%-ია.
ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისაგან (ICU-ში მოხვედრისაგან) დაცვის ეფექტიანობა: ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა საჭირო გახდა სრულად ვაქცინირებულ 72 შემთხვევაში (მათგან მხოლოდ 4 პირი იყო 60 წელზე ნაკლები ასაკის). ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისაგან, სრული ვაქცინაციით განპირობებული დაცვა 97.81%-ია.
≥60 ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინირებულთა ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97.74%-ით ნაკლებად დგება არავაქცინირებულებთან შედარებით. 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი - 99.2%-ის ტოლია
ლეტალური გამოსავლისგან დაცვის ეფექტურობა: 2021 წლის 15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან მოყოლებული, >18 წლის პოპულაციაში, რეგისტრირებულია SARS-CoV 2-ით დადასტურებული 5 469 ლეტალური გამოსავალი, ამ შემთხვევების 98.96% (5 412) არავაქცინირებული იყო, ხოლო 1.04% (57) - ვაქცინირებული.
18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა შორის სიკვდილისაგან დაცვა 99.34%-ია.
≥60 ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაცია 97.24%-ით იცავს სიკვდილისაგან.
„სრულად ვაქცინირებულ პირებში COVID-19-ით განპირობებული სიკვდილიანობის მახასიათებლებისა და რისკების დეტალური ანალიზი, ვაქცინების, თანმხლები დაავადებების, ჰოსპიტალში დაყოვნებისა და სხვა კლინიკური თუ სოციო-დემოგრაფიული პარამეტრების მიხედვით წარმოდგენილი იქნება წლის შემაჯამებელ ანალიზში. ქვეყანაში გამოყენებული ცალკეული სახეობის ვაქცინის ეფექტურობის შეფასება, ხანგრძლივი და სპეციფიკური პროცესია. ამასთან, სახეზეა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენების დადასტურებულად დადებითი შედეგი ყველა შერჩეული მახასიათებლის შესაბამისად“, -ნათქვამია NCDC-ს კვლევაში.
0
0