24/01/2023
14:42
ეკონომიკა
სომხეთი მეორე ქვეყანა გახდა საქართველოში მანქანების შესყიდვის მხრივ.
საქართველო ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, როგორც ავტომანქანების რეექსპორტის რეგიონულ პუნქტს („ჰაბი“). 2021 წელთან შედარებით აქ ავტომობილების იმპორტი 73%-ით გაიზარდა, რეექსპორტი კი, თითქმის, გაორმაგდა (98%-ით).
გაყიდვებმა აზერბაიჯანში 308,4 მლნ დოლარი შეადგინა, სომხეთში - 144,7 მლნ აშშ დოლარი, უკრაინაში - 119,8 მლნ დოლარი, ყაზახეთში - 104,4 მლნ დოლარი და რუსეთში - 75,6 მლნ.
იმპორტის მთავარ მიმართულებად აშშ იქცა, საიდანაც ონლაინ აუქციონებიდან დიდი რაოდენობით მეორადი მანქანები იყიდება. შესყიდვების მოცულობამ 833,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ სხვა მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები - იაპონია (282,7 მილიონი დოლარი), გერმანია (179,8 მილიონი დოლარი) და კორეა (20,8 მილიონი დოლარი). თურქეთმა მე-4 ადგილი დაიკავა (105,3 მილიონი დოლარი), სადაც არის დასავლური ბრენდების ასაწყობი ქარხნები, ასევე დიდი მეორადი ბაზარი.
0
0