06/12/2022
11:15
სამხედრო
თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების ნატო-ს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. მან მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით განხორციელებული პროექტები და რეფორმები გააცნეს.
თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მომავალი წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზეც მიაწოდეს ინფორმაცია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი სახის შეხვედრები სისტემის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია.
0
0