26/09/2024
14:20
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გერმანიის ბუნდესარქივის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრა ტიტცეს უმასპინძლა. სტუმარი საქართველოს მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისის მოწვევითა და ორგანიზებით ეწვია.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი არქივების მუშაობის სპეციფიკა, ისაუბრეს სამომავლოდ თანამშრომლობის განმტკიცებაზე. დოკუმენტების დაცვის, დიგიტალიზაციის, რესტავრაციისა და ელექტრონული არქივების მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა იყო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმარი გაეცნო ეროვნული არქივის მუშაობის სპეციფიკას, რესტავრაციის ლაბორატორიის საქმიანობას და დაათვალიერა ქართულ საარქივო ფონდებში გერმანიის შესახებ დაცული დოკუმენტები.
ეროვნულმა არქივმა მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წელს გააფორმა და სხვადასხვა სამეცნიერო თუ კვლევითი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს.
0
0