20/07/2024
20:47
კონფლიქტები
7 ივლისს, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ საქართველო რუსეთს უახლოვდება და რომ "ოცნების" ხელისუფლება ცდილობს პოზიციონირებას, როგორც ნეიტრალური, უბლოკო ქვეყანა - კარგი ურთიერთობებით რუსეთთან.
ის დე ფაქტო პარლამენტში ესწრებოდა სხდომას, სადაც "აპარტამენტების კანონს" განიხილავდნენ. ამ კანონპროექტს აფხაზეთში მოქალაქეების დიდი პროტესტი მოჰყვა. მას ე.წ. პრეზიდენტი პირადად ლობირებს.
"ჩვენ გარშემო პოლიტიკური კონტექსტი იცვლება. უმჯობესდება ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს პოზიციონირებას, როგორც ნეიტრალური, უბლოკო ქვეყანა - კარგი ურთიერთობებით რუსეთთან. ამ პირობებში ვერ მოვახდენთ ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური შესაძლებლობების იგნორირებას", - თქვა ასლან ბჟანიამ
0
0