18/03/2024
17:54
სამართალი
საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანასა და მისთვის ქვეყანაში ყოფნისთვის ხელშეწყობაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება, - ამის შესახებ „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულების მომზადებაზე, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.
როგორც შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, თუ პირი საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვა, სადაც მას საფრთხე ემუქრებოდა და დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში, ამასთან, წარადგენს სათანადო განმარტებას საქართველოში უკანონო შემოსვლის შესახებ და მას საერთაშორისო დაცვის სტატუსი მიენიჭება, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მას სხვა დანაშაული არ ექნება ჩადენილი.
0
0