24/08/2022
21:14
სპორტი
თბილისმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს უმასპინძლა. თამაში, რომელიც საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო "თბილისი არენაზე" რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
საქართველო-ნიდერლანდების თამაში, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების კაპიტანმა მატჩის მსვლელობისას სერიოზული ტრავმა მიიღო, ქართველმა კალათბურთელებმა მაინც მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ ანგარიშით 77:66 დაამარცხეს ნიდერლანდების ნაკრები.
"ელ ჯგუფს," სადაც საქართველო და ნიდერლანდები მოხვდნენ პირველი ეტაპის შედეგებით, სამ სამი მოგებით: იტალია, ისლანდია და ესპანეთი ლიდერობდნენ. დღევანდელ დღემდე საქართველოს 2 გამარჯვება ჰქონდა, ნიდერლანდებს კი არცერთი. ახლა უკვე საქართველოს ნაკრებსაც სამი გამარჯვება აქვს.
0
0