26/12/2023
16:53
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზა 184 მილიონ ლარად კომპანია Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებულ 10 ახალ ლოკომოტივს შეიძენს. აღნიშნული კომპანიის 50-50%-იანი დამფუძნებლები რუსული Sinara Holding-ი და გერმანული Siemens-ი იყვნენ, თუმცა უკრაინის ომიდან გამომდინარე, Siemens-მა რუსული ბაზარი დატოვა, შესაბამისად, ამჟამად კომპანიის მთავარი აქციონერი სწორედ Sinara Holding-ია, რომლის დამფუძნებელი და ყოფილი CEO რუსი მილიარდერი მიხაილ ხოდორკოვსკია.
ტენდერში Уральские локомотивы-ის ლოკომოტივების დილერი იყო შპს “გეორგია”. საქართველოს რკინიგზამ 19 დეკემბერს გამართა სატენდერო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულება სწორედ “გეორგიასთან” გაფორმდეს და კომპანიამ Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებული ლოკომოტივები შეიძინოს.
ახალი ლოკომოტივები ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალურ რკინიგზაზე იმოძრავებენ.
რაც შეეხება თავად კომპანია “გეორგიას”, კომპანია 1995 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილი. კომპანიამ საქართველოს რკინიგზის ტენდერში 2022 წელსაც გაიმარჯვა, მაშინ “გეორგიამ” რკინიგზას ელმავლების კაპიტალური რემონტის ₾14.3-მილიონიანი მომსახურება მიაწოდა.
წყარო: bm.ge
0
0