21/02/2022
12:04
პოლიტიკა
კომიტეტები რეზოლუციების პროექტებზე იმუშავებენ, რომელთაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მომდევნო სესიის ფარგლებში მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის თანაავტორია საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი და მარიამ ლაშხი.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ასამბლეის საქმიანობაში ბელორუსი არ მონაწილეობს პოლიტიკური მიზეზების გამო) შედგება.
საპარლამენტო ასამბლეა შედგება ოთხი მუდმივმოქმედი პოლიტიკურ საკითხთა, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებისგან.
ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებასა და ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციას.
0
0