16/01/2024
12:32
სპორტი
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობის მესამე შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 22:19 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე მეკარე ზურაბ ცინცაძე გახდა, ყველაზე მეტის, შვიდი გოლის გატანა კი გიორგი ცხოვრებაძემ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ტიტე კალანდაძის გუნდი ტურნირის პირველ ორ შეხვედრაში დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ჩვენმა გუნდმა ნიდერლანდებთან ანგარიშით 29:34 წააგო, მეორე შეხვედრაში კი ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, შვედეთის ნაკრებთან 26:42 დამარცხდა.
შეჯიბრებას გერმანიის ექვსი ქალაქი – დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი მასპინძლობს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
3. გიორგი ლაპიაშვილი („ბათუმი“) 7. ხაზეინ რუსტამოვი („ისკრა“, ბოსნია-ჰერცეგოვინა) 9. გიორგი არეშიძე („სტუ პეგასი“) 10. ირაკლი კბილაშვილი („პოტაისა“, რუმინეთი) 11. გიორგი ცხოვრებაძე („გუმერსბახი“, გერმანია) 12. ზურაბ ცინცაძე („აზოტი“, პოლონეთი) 14. თეიმურაზ ორჯონიკიძე („ოჰრიდი“, ჩრდილოეთ მაკედონია) 15. ირაკლი გოგოლაძე („ბათუმი“) 16. გიგი რუხაძე („ქუთაისი“) 18. ერეკლე არსენაშვილი („პუენტე“, ესპანეთი) 1. სანდრო დარსანია („ბელენენსეში“, პორტუგალია) 24. ზურაბ გოგავა („კოტბუსი“, გერმანია) 30. ზურაბ აბრამიშვილი („ბათუმი“) 34. მირიან გავაშელიშვილი („საბაცი“, სერბეთი) 71. გიორგი დიხამინჯია („ლოვოშიცე“, ჩეხეთი) 87. დავით ნიქაბაძე („სარატოვი“, რუსეთი) 94. ზურიკო სიმონია („ქუთაისი“).
მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე.
0
0
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024