04/07/2024
18:25
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ფილიპინებთან გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ქართველებმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგეს (96:94), თუმცა ნახევარფინალში ვერ გავიდნენ.
ჯგუფში სამი გუნდი იყო, პლეი ოფის საგზურს კი ორი იღებდა. პირველ ტურში საქართველო ლატვიასთან 55:83 დამარცხდა, ხოლო მეორე დღეს მასპინძელმა ლატვიამ ფილიპინებთან 80:89 დათმო. ამ გარემოებათა გათვალისწინებით ჩვენს გუნდს ფილიპინებთან 19-ქულიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა. ასეთ შემთხვევაში ჯგუფიდან პირველი ადგილით ლატვია გავიდოდა, მეორეთი – საქართველო.
ფილიპინებთან მატჩი სწორედ ისე დაიწყო, როგორც ქართველი გულშემატკივარი ისურვებდა და როგორც ალექსანდრ ჯიკიჩი გეგმავდა. საწყის წუთებზე კალათბურთელები მოედანზე განსაკუთრებული მობილიზებით გამოვიდნენ და 14:0 დაწინაურდნენ კიდეც. ფილიპინელებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ, დაცვაში კი ვერაფერს უხერხებდნენ ტანმაღალ ბითაძეს, მამუკელაშვილსა და შენგელიას. პირველ ტაიმში იყო მომენტი, საქართველოს ნაკრები 20 ქულითაც იგებდა…

0
0