საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი - „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა
19/07/2024
14:58
სპორტი
A-
+A
ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ფასმა მოიმატა, მოთამაშეთა ჯამური ღირებულება (რომელიც 161,05 მილიონი იყო) 24,05 მილიონი ევროთი გაიზარდა და 185,10 მილიონი გახდა – განახლებული ინფორმაცია „ტრანსფერმარკტმა“ გამოაქვეყნა.
ახალი მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილის ფასი 45 მილიონი ევრო გახდა (იყო 35 მილიონი) და ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა, გიორგი მიქაუტაძის ფასმა კი 15-დან 20 მილიონამდე მოიმატა.
ასევე გაზარდა გიორგი ქოჩორაშვილის (ერთი მილიონიდან – 2,5 მილიონამდე), ლაშა დვალის (900 ათასიდან 1,5 მილიონამდე) და ოთარ კაკაბაძის (600 ათასიდან 1 მილიონამდე) სატრანსფერო ღირებულებები.
0
0
169
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%