09/09/2024
21:41
სპორტი
საქართველოს ნაკრების კარის "მშრალად" შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე, იმედია, ამ სტადიონიდან ხვალაც კარგი მოგონებები გამყვება , - ამის შესახებ ალბანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „სტუმრად თამაში იოლი არასოდეს არის“ და ხვალაც მძიმე შეხვედრას ელიან.
„ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრიბუნაზე საფეხბურთო ატმოსფერო იქნება. თუმცა, ჩვენ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ...
საქართველოს ნაკრების კარის "მშრალად" შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე. მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. იმედია, ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან, გავიმარჯვებთ და ამ სტადიონიდან ხვალაც კარგი მოგონებები გამყვება...
ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის - წინა მატჩებში სიამოვნებას ვიღებდი იმით, თუ როგორ თამაშობდნენ ბიჭები შეტევაში, ამ რესურსის გათვალისწინებით, ლოგიკურად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაც შეგვიძლია.
რატომ გადავედი ქომაგებში ჩეხებთან მატჩის შემდეგ? ეს მადლობის ჟესტი იყო. ვფიქრობ, მათ გარეშე ვერ მივიდოდით იმ დონეზე, სადაც ამჟამად ვიმყოფებით. ქომაგები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - დასძინა გიორგი მამარდაშვილმა.
0
0