31/08/2023
09:42
სპორტი
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი.
1 სექტემბერს ილიას ზუროსის გუნდი 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყებს შეხვედრას გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, 3 სექტემბერს კი ჩვენი გუნდის მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები K ჯგუფში ითამაშებს, სადაც, პირველი ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, 3-3 მოგებით ლიდერები არიან გერმანია და სლოვენია, ხოლო 2-2 მოგებით იწყებენ გამოსვლას საქართველო და ავსტრალია.
K ჯგუფში სხვა მატჩების განრიგი ასეთია:
1 სექტემბერი. ავსტრალია-სლოვენია (16:10)
3 სექტემბერი. გერმანია-სლოვენია (15:10)
ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადავა მეოთხედფინალში.
მეორე ეტაპის ყველა მატჩის სატელევიზიო განრიგი ასეთია:
პირველი არხი
1 სექტემბერი
12:30 გერმანია-საქართველო
16:10 ავსტრალია-სლოვენია
3 სექტემბერი
11:30 საქართველო-ავსტრალია
15:10 გერმანია-სლოვენია
17:30 ესპანეთი-კანადა
ტელესკოლა
1 სექტემბერი
12:00 სერბეთი-იტალია
16:40 ლიეტუვა-საბერძნეთი
3 სექტემბერი
12:40 მონტენეგრო-საბერძნეთი
16:40 ლიეტუვა-აშშ
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024