09/10/2024
11:14
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 8 ოქტომბერს, „ჯვაროსნებმა“ პოზნანში მეორე ვარჯიში გამართეს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა. „ლეხის“ ბაზაზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში პირველ დღეს რვა მათგანი მონაწილეობდა, ახლა კი ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ოცმა ფეხბურთელმა ივარჯიშა.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდნენ. კვიპროსული „არიდიპუს“ მეკარე გიორგი ლორია კი გუნდს 9 ოქტომბრიდან შეუერთდება.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
0
0