12/06/2024
09:14
კულტურა
ვულოცავთ საქართველოს სამეცნიერო და სამუზეუმო საზოგადოებას იმ გამორჩეულ შენაძენს რომელიც ჩვენი ქვეყნის საკუთრება გახდა, - იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენის შესახებ განცხადებას მუზეუმთა ალიანსი ავრცელებს.
„ეს არის დიდი ეროვნული მოვლენა და მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს უახლეს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა იოანე ზოსიმეს შედევრის შეძენითა და საქართველოსათვის გადაცემით ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო. ხელნაწერი მსოფლიო მნიშვნელობის არტეფაქტია, ის შედგენილია არამეულ და ქართულ ენებზე, რომლის ქვედა ფენა დათარიღებულია მე-5-მე-7 საუკუნეებით, ხოლო იოანე ზოსიმეს ხელნაწერი 979 წლით თარიღდება. საქართველოს მუზეუმთა ალიანსი მიესალმება იმ გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც ეს წმინდა ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, ხელნაწერი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანულ საგანძურში (ოქროს ფონდში)“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
0
0