13/03/2024
12:42
ეკონომიკა
მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ოთხი ნაკვეთი გადაეცა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში 849 კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნატანებში, 22-ე ქუჩაზე, 929 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 345 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 859 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში განესაზღვრა.
0
0