08/10/2024
22:08
პოლიტიკა
საქართველო გაყოფილია: არის მთავრობა, რომელიც შორდება ევროკავშირის გზას და იღებს კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს და ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა ლგბტქ უფლებები და ჩვენ გვყავს ქართველო ხალხი, ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მკაფიოდ და მგზნებარედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა თიის როიტენმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოში ახალგაზრდა თაობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა უნდა განაგრძოს.
„ვფიქრობ, კომისია და საბჭო ძალიან დიდხანს აგრძელებდნენ გაზაფხულზე შეშფოთების გამოხატვას, მაგრამ ვაფასებ დღეს თქვენს მკაფიო განცხადებას ნდობის აღდგენის აუცილებლობის შესახებ, ამიტომ გთხოვთ გააგრძელოთ საქართველოში ახალგაზრდა თაობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, - მიმართა მან ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვერა იუროვას.
0
0