22/11/2023
16:25
სპორტი
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ცნობით, საქართველოს რაგბის ეროვნულ გუნდს ინგლისელი სპეციალისტი, 52 წლის რიჩარდ კოკერილი გაწვრთნის.
კოკერილი სეზონის დასაწყისში ფრანგული კლუბ მონპელიეს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. თუმცა, საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლო წარუმატებელი თამაშის გამო, 21 ნოემბერს გაათავისუფლეს.
L'Equipe-ისინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირსა და რიჩარდ კოკერილს შორის ორწლიანი კონტრაქტი ხუთშაბათს, 23 ნოემბერს გაფორმდება.
კოკერილი თამაშობდა ინგლისურ კლუბებში ქოვენტრიში, ლესტერსა და კლერმონში. 2005 წლიდან კოკერელიმ მწვრთნელობა დაიწყო. თავდაპირველად ის წვრთნიდა ფორვარდებს ლესტერში და მუშაობდა მთავარ მწვრთნელად ფრანგულ კლუბებში ტულონში და მონპელიეში და შოტლანდიურ ედინბურგში. მონპელიეში დანიშვნამდე კოკერილი ინგლისის ფორვარდების მწვრთნელი იყო.
0
0