საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ტესტის პასუხი და არ არიან აცრილები, ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ თვითიზოლაციის დრო 5-დღემდე შეუმცირდათ
22/02/2022
13:22
საზოგადოება
A-
+A
საქართველოს მოქალაქეები შემოდიან საქართველოში ან ტესტის საფუძველზე, ან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები და თუ არცერთი არ აქვთ, მათ აქამდე ჰქონდათ ვალდებულება 8- დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თვითიზოლაცია 5- დღემდე მცირდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში შემოდის PCR ტესტით, მას ეხსნება 72 საათში ტესტის განმეორებით გაკეთების ვალდებულება.შესაბამისად, გაუქმდება ის აპლიკაციები, რომლებიც საჭირო იყო 67 ქვეყნიდან მოქალაქის შემოსვლის. ეს არის ე.წ. ბიზნეს აპლიკაცია, იმუშავე საქართველოდან და არის სტუდენტური აპლიკაცია“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
0
0
377
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%