15/08/2023
20:30
სპორტი
პირველ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქე კაბო-ვერდეს ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა მრავალრიცხოვანი საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩასატარებლად და თანხის შესაგროვებლად, რათა ისტორიაში პირველად მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში.
იტალიასა და ესპანეთში საწვრთნელო შეკრებების შემდეგ კაბო ვერდეს ნაკრები აშშ-ში იმყოფება და მნიშვნელოვანი ამოცანით არის დაკავებული – შეაგროვოს საკმარისი თანხა ტურნირში მონაწილეობისთვის.
ორშაბათს, 14 აგვისტოს გუნდი ქალაქ ბოსტონში (მასაჩუსეტსის შტატი) შეხვდა ადგილობრივ კაბოვერდეულ დიასპორას, რომელიც საკმაოდ მდიდარია. პრეზენტაციის შემდეგ კალათბურთელებს მუსიკითა და ცეკვებით მიესალმნენ.
ბოლო დღეებში კაბო ვერდეს კალათბურთის ფედერაცია აქტიურად არის დაკავებული თანხის შეგროვებით. 18 აგვისტომდე ჩატარდება ბევრი საზოგადოებრივი ღონისძიება. მაგალითად, თანხის შეგროვების პარალელურად, მოეწყობა მინიბანაკი ბავშვებისთვის კაბოვერდეული ოჯახებიდან – ისინი ნაკრების კალათბურთელებთან ერთად გაატარებენ დროს.
საქართველოსა და კაბო ვერდეს შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე 26 აგვისტოს გაიმართება.
0
0