23/04/2023
09:45
სპორტი
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის „პისტა დე ჰიელოზე" დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ყინულზე ჰოკეიში II დივიზიონის A ჯგუფის გუნდებს შორის.
ყინულზე ჰოკეიში II დივიზიონის A ჯგუფის გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთი ხორვატიას შეხვდა.
შეხვედრის პირველი პერიოდი ხორვატებმა 2 შაიბით მოიგეს და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს პირველი ადგილის დაკავების იმედი ჩაუსახეს.
შეხვედრის მეორე პერიოდშიი მასპინძლებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და ეს ანგარიში ტაბლოზე 54-ე წუთამდე ფიქსირდებოდა. აქედან მოყოლებული კი ესპანელებმა სამჯერ აიღეს ხორვატების კარი და პირველ ადგილთან ერთად A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს.
საქართველომ ჯგუფში 12 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ისლანდიას, ისრაელს, ხორვატიას და ავსტრალიას მოუგო. გამარჯვება მხოლოდ ესპანეთთან დათმო.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
ესპანეთი 5 5 - 0 - 0 - 0 30:9 15
საქართველო 5 4 - 0 - 0 - 1 20:8 12
ხორვატია 5 3 - 0 - 0- 2 26:18 9
ავსტრალია 5 1 - 0 - 0 - 4 16:22 3
ისრაელი 5 1 - 0 - 0 - 4 14:37 3
ისლანდია 5 1 - 0 - 0 - 4 14:26 3
0
0