17/10/2024
14:30
სპორტი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას დაუპირისპირდება – წილისყრა უეფა-ს ოფისში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.
რამაზ სვანაძის გუნდმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარაჩევ ციკლში მეორე ადგილი დაიკავა და ისტორიულ შედეგს მიაღწია – გუნდს ზედიზედ მეორედ აქვს შანსი, ფინალურ ტურნირზე იასპარეზოს.
პირველ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა ევრო 2023-ზე მასპინძლის რანგში ითამაშა. შესარჩევი ციკლიდან კი გუნდს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის საგზური ჯერ არ მოუპოვებია.
საქართველოს ნაკრები პლეი ოფის ორმატჩიან დაპირისპირებებს 14-19 ნოემბრის შუალედში ჩაატარებსს. რამაზ სვანაძის გუნდი პირველ მატჩს შინ გამართავს, ხოლო მეორეს – გასვლაზე.
ამ სამი წყვილის გამარჯვებული გუნდი განსაზღვრავს, ვინ ითამაშებს ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე, რომელიც სლოვაკეთში 11-დან 28 ივნისამდე გაიმართება.
ამ დროისთვის ფინალში გავიდნენ დანია, ინგლისი (ჩემპიონები), საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი (მასპინძლები), სლოვენია, ესპანეთი, უკრაინა.
0
0