19/08/2024
09:24
სპორტი
საქართველოს 18-წლამდე ხელბურთელთა ნაკრები ახალგაზრდული ჩემპიონატის (M18 Championship) ფინალში კოსოვოსთან 22:30 დამარცხდა.
პირველი ტაიმში ახალგაზრდულ ნაკრებს მეკარე თორნიკე გაგუა და დავით გრიშიკაშვილი ტრავმების გამო გამოაკლდნენ, რამაც ქართველი ხელბურთელების თამაშზე გავლენა იქონია. კოსოვომ ტაიმი 16:12 მოიგო, მეორე ნახევარში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოდ 30:22 გაიმარჯვა.
ტურნირის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების სამ მოთამაშე მოხვდა – ალექსანდრე შიოშვილი, დავით გრიშიკაშვილი და დავით ხელისუფალი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
გურული (მეკარე, 41 დარტყმა, 11 მოგერიება), ხარებაშვილი (5 გოლი), ფუტკარაძე (5), მამულაშვილი (4), შიოშვილი (3), ხელისუფალი (2), მაზანიშვილი (1), ბუიღლიშვილი (1), კაპანაძე (1), შუბაშიშვილი, ბერიძე, ნ. ბოჟაძე, ა. ბოჟაძე, ნარიმანიძე, გრიშიკაშვილი, გაგუა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ახლაგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა დიდი ბრიტანეთის ნაკრები (39:36) და წააგო ლუქსემბურგთან (33:36), ხოლო ნახევარფინალში ბელგიას შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმების სერიაში აჯობა (48:47, ძირითადი დრო 42:42).
0
0