20/08/2024
19:39
სპორტი
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში, საერთაშორისო სერიის მესამე მატჩი გამართა ირლანდის ნაკრებთან და 15:17 დამარცხდა.
პირველ ტაიმში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს ორი ლელო (ანრი შველიძე) დაუდეს, რომელთაგან გიგი სირბილაძემ ერთი გარდასახა, ერთი ჯარიმაც გაიტანა, მეტოქემ კი ერთი გარდასახული ლელო დადო და პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებმა 15:7 მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ირლანდიელებმა ლელო დადეს, ზუსტად გარდასახეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, შემდეგ ჯარიმაც გაიტანეს და 17:15 დაწინაურდნენ.
დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები თამაშის გადარჩენას შეეცადა და დიდი ძალებით შეუტია, ლელოს დადების შესაძლებლობაც ჰქონდა, მაგრამ ირლანდიელებმა დაცვაში კარგად ითამაშეს და საბოლოოდ, შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კიდევ ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში დამარცხდა – სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან 3:20, ხოლო ინგლისთან 20:27.
0
0