საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა
09/09/2024
00:04
სპორტი
A-
+A
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მოლდოვას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გიორგი ჩიტაურის გუნდი 45+1-ე წუთზე თენგიზ ნებულიშვილმა დააწინაურა, რომელმაც მეორე ტაიმში (52-ე წუთზე) დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მოლდოველებმა 55-ე წუთზე ბოგდან როშკას ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმალურამდე შეამცირეს. თუმცა, 90+3-ე წუთზე გლიბ კატკოვმა ქართველი 17-წლამდელების ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს 17-წლამდე გუნდი მოლდოვას მეორედაც დაუპირისპირდება. 10 სექტემბერს, 18:00 საათზე მატჩი ისევ „პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება.
0
0
137
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%