22/10/2021
20:12
საზოგადოება
როგორც ცერცვაძემ განაცხადა, "მეხუთე ტალღა" ისე დაიწყო, მეოთხეც არ დასრულებულა და შესაძლებელია, „ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ“.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდვითარება ძალიან სერიოზულია, ვიტყოდი, რომ საგანგაშო. საქმე ისაა, რომ მეოთხე ტალღა ბოლომდე ვერ დავძლიეთ, შემთხვევების რაოდენობა 1500-2000-მდე ჩამოვიდა, სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდა და 20-მდე ჩამოვიდა. იმის მაგივრად, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულიყო, დაიწყო მატება. ანუ დაიწყო "მეხუთე ტალღა". "მეხუთე ტალღა" დაიწყო ისე, რომ "მეოთხე ტალღა" ბოლომდე არ ჩამთავრებულა. ყოველდღიურად 4-დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ეს ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ წინ გველის შემოდგომა-ზამთარი, შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემიაც. შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
გარდა ამისა, ცერცვაძის თქმით, მართალია, გარდაცვალების შემთხვევები ავადობის შემთხვევებთან შედარებით დაბალია, მაგრამ „თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, ამ სიტუაციის შენარჩუნება ძნელი იქნება და გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს“.
0
0