საქართველომ ბოლო წლებში დიდი სარგებელი მიიღო სავაჭრო მარშრუტებისა და ფინანსების ნაკადების ცვლილებებისგან - დევიდ ვავრა
25/03/2024
14:48
ეკონომიკა
A-
+A
ბოლო წლებში საქართველომ უცხოური ვალუტის მაღალი მოცულობის რეზერვები შექმნა და მთავრობის ფინანსების სტაბილურობას მიაღწია, - ამის შესახებ სებ-ის კონსულტანტმა დევიდ ვავრამ კონფერენციაზე „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ მოახერხა ბოლო წლებში დიდი სარგებელი მიეღო სავაჭრო მარშრუტების და ფინანსების ნაკადების ცვლილებებისგან.
„ცენტრალური ბანკისა და მაკროეკონომიკური მართვის პერსპექტივიდან, ბოლო წლებში სიტუაცია ხელსაყრელი იყო. ეს მდგომარეობა კვლავაც შენარჩუნდება“, - აღნიშნა ვავრამ.
მისივე თქმით, საქართველოს წელს პირველი სოლიდური, ხელშესახები ზრდა აქვს და ალბათ, საპროცენტო განაკვეთები შემცირდება.
0
0
249
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%