22/04/2023
17:10
სპორტი
ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მეხუთე შეხვედრა ჩაატარა და ავსტრალია 3:2 (0:1 3:0 0:1) დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ დღეს საღამოს ხორვატიის ნაკრები ესპანეთს ჩვენთვის მისაღები ანგარიშით დაამარცხებს (1:0-დან 5-0-ის ჩათვლით). ახლანდელი მდგომარეობით ესპანეთს და საქართველოს 12-12 ქულა აქვს, ხორვტიის ნაკრებს – ცხრა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ისლანდიის ეროვნულ გუნდს 4:1 სძლია, მეორე ტურში კი ისრაელს 7:3 მოუგო.
მესამე ტურში ჩვენი ეროვნული გუნდი მასპინძელთან, ესპანეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 0:2 დამარცხდა,მეოთხე ტურში კი სენსაციურად ხორვატიას დიდი ანგარიშით 6:0 სძლია.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთვხვევაში საქართველოს ნაკრები პირველ დივიზიონში აღზევდება.
0
0