14/01/2023
19:45
ეკონომიკა
2022 წლის 11 თვეში საქართველომ ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტით 49.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში 19 561 ტონა საქონელი გაიყიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 11 თვის ექსპორტის მაჩვენებელი 2021 წლის ამავე პერიოდის ღირებულებას 70.7%-ით აღემატება, ხოლო მოცულობა 57.8%-ით მეტია. ქვეყნიდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რეალიზების მაჩვენებელი ამ პერიოდის განმავლობაში ბოლო ათი წლის მანძილზე რეკორდულია. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი ერაყი იყო. ღირებულების მიხედვით საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
1. ერაყი - 28.1 მლნ დოლარი, 11 814 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 17.8 მლნ დოლარი, 6 288 ტონა;
3. იორდანია - 1.9 მლნ დოლარი, 716 ტონა;
4. ეგვიპტე - 688 ათასი დოლარი, 275 ტონა;
5. სომხეთი - 387 ათასი დოლარი, 327 ტონა;
6. ირანი - 382 ათასი დოლარი, 139 ტონა.
0
0