21/09/2024
19:05
სპორტი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩი დაიწყო. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები ხვდებიან.
„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ მატჩზე დასწრება ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება.
„თბილისში გულშემატკივარი იხილავს თავის საყვარელ ფეხბურთელებს, როგორც ქართველ, ასევე სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშობდნენ იმ ისტორიულ „მილანში“, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგო 10 წლის განმავლობაში და მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი ვიყავი. მილანი არის უდიდესი ისტორიის მქონე გუნდი და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ჩამოვიდნენ. ჩემთვის ძალიან ემოციურია, რადგან მე დღესაც ვაგრძელებ მეგობრობას ბიჭებთან და ყველა ძალიან დიდი სიამოვნებით სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0