28/08/2023
15:08
კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნის შემთხვევაში, „საქართველო ვერცერთ ომს ვერ მოიგებს“.
„ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება იყო - იყო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია. გააგრძელებენ თუ არა, ამაზე დარწმუნებით ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეტყობა მოუწევთ. მოგეხსენებათ, მათაც არ აქვთ ალტერნატივა - საქართველო ვერცერთ ომს, ვერცერთ საომარ მოქმედებებს ვერ მოიგებს“, - აცხადებს ბჟანია.
ბჟანიას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება „სამხედრო გზებით“ შეუძლებელია და ასევე, ამბობს, რომ „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“.
„ამ კუთხით, არანაირი მიზანი არ იქნება მიღწეული სამხედრო გზით. დროა გავიგოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მით უმეტეს, კავკასიაში. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ მზად ვართ, მოვლენების ნებისმიერი შემობრუნებისთვის. ეს არ გვაშინებს. ჩვენ გვინდა, ვიმოქმედოთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის პირობებში - ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ“, - დასძენს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024