29/10/2024
22:53
სპორტი
საქართველოს ეროვნული და 21-წლამდე ნაკრებები ნოემბერში წლის დასკვნით მატჩებს გამართავენ. ფეხბურთის ფედერაციამ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეხუთე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ 16 ნოემბერს, „ბათუმი არენაზე“ გამართავს. ბილეთები TKT.GE-ზე მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება – რეალიზაცია 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
სფფ-ს ცნობით, საქართველო – უკრაინის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
„19 ნოემბერს, წლის დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ქალაქ ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს გულშემატკივართათვის გამოყოფილ ტრიბუნაზე ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.
ჩეხეთი – საქართველოს მატჩის ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი ლარშია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). მომხმარებელი მატჩის ელექტრონულ ბილეთს თამაშამდე სამი დღით ადრე, ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებს“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.
რაც შეეხება საქართველოს და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთა მატჩის ბილეთებს, რომელიც 1 ნოემბერს გაიმართება, 15:00 საათიდან TKT.GE-ს საშუალებით გაიყიდება. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 20 და 30 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. საქართველო – ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთა პლეი-ოფის შეხვედრა 15 ნოემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024