11/09/2024
11:31
სპორტი
ალბანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ერვინ ფაკაი მიიჩნევს, რომ ტირანაში გამართულ ერთა ლიგის მატჩში საქართველოსთან ალბანეთის მარცხი (0:1) დამსახურებული იყო.
„მოიგო გუნდმა, რომელმაც უფრო გამართულად ითამაშა. პირველი წუთიდან ბოლომდე საქართველო ყველა ასპექტში უკეთესი იყო. ჩვენს ფეხბურთელებს დაღლილობა დაეტყოთ და განსხვავებულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სამი დღის წინ. ასე რომ, ეს შედეი კანონზომიერი იყო.
განსაკუთრებით ფიზიკურად გაგვიჭირდა, ვერცერთ მომენტში ვერ მოვახერხეთ მათი დაცვის გადალახვა, დაცვაშიც და შეტევაშიც ჩავარდნები გვქონდა. ვფიქრობ, მწვრთნელს შეეძლო ცვლილებები ცოტა ადრე გაეკეთებინა.
საქართველოსთან მატჩი მანაიმ სუსტად ჩაატარა, არადა უკრაინასთან ის საუკეთესო იყო. ხოჯამ თამაში ძალიან კარგად დაიწყო, ტემპს აკონტროლებდა, მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ ბოლოს დაიღალა და ქართველმა მცველებმა გასაქანი აღარ მისცეს“, – განაცხადა ფაკაიმ SuperSport-ის ეთერში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024